"ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს" - ლუის ენრიკეს კომენტარი "ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს" - ლუის ენრიკეს კომენტარი » Footballnews "ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს" - ლუის ენრიკეს კომენტარი
გათიშვა

"ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს" - ლუის ენრიკეს კომენტარი

"ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს" - ლუის ენრიკეს კომენტარი
2 საათის და 36 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

27 თებერვალს ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა.

ბუნებრივია, გაირკვა ისიც, თუ ვის შეხვდება "პარის სენ-ჟერმენი".

კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ხვიჩას გუნდის მეტოქე ლონდონის "ჩელსი" იქნება.

წილისყრა პარიზული გუნდის თავკაცმა, ლუის ენრიკემ შეაფასა:

"ფანტასტიური წილისყრა გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება.

სიმართლე გითხრათ, შურისძიების შეგრძნება არ გვაქვს, ჩემპიონები ვართ, ჩვენი გზა გვაქვს და ეს გზა წარმატებით უნდა გავიაროთ", - განაცხადა ენრიკემ.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრები 10/11 და 17/18 მარტს შედგება.



FACEBOOK კომენტარები