ლუის ენრიკე არაფერს გამორიცხავს! - რა ინფორმაცია გავრცელდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ლუის ენრიკე არაფერს გამორიცხავს! - რა ინფორმაცია გავრცელდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე » Footballnews ლუის ენრიკე არაფერს გამორიცხავს! - რა ინფორმაცია გავრცელდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე
გათიშვა

ლუის ენრიკე არაფერს გამორიცხავს! - რა ინფორმაცია გავრცელდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე

ლუის ენრიკე არაფერს გამორიცხავს! - რა ინფორმაცია გავრცელდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე
7 საათის და 20 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გამოცემა "El Nacional"-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ხელმძღვანელობს, 2027 წელს "ბარსელონაში" დაბრუნებას ღიად განიხილავს. 

წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს კატალონიურ გრანდთან ემოციური კავშირი კვლავ აქვს და მომავალში „კამპ ნოუზე“ დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

იმავე ინფორმაციით, ენრიკე დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებს დაარწმუნოს პარიზელთა ახალგაზრდა ვინგერი ბრედლი ბარკოლა, რათა მასთან ერთად გადავიდეს „ბარსელონაში“.

ცნობილია, რომ ენრიკე „ბარსელონას“ უკვე წვრთნიდა 2014-2017 წლებში და კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ მედიის ცნობებზეა დაფუძნებული და ოფიციალური განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.


FACEBOOK კომენტარები