ეს "ლივერპულს" ძალიან გააბრაზებს - "პსჟ"-ს დიდი მატჩის წინ ისევ საჩუქარს უკეთებენ ეს "ლივერპულს" ძალიან გააბრაზებს - "პსჟ"-ს დიდი მატჩის წინ ისევ საჩუქარს უკეთებენ » Footballnews ეს "ლივერპულს" ძალიან გააბრაზებს - "პსჟ"-ს დიდი მატჩის წინ ისევ საჩუქარს უკეთებენ
გათიშვა

ეს "ლივერპულს" ძალიან გააბრაზებს - "პსჟ"-ს დიდი მატჩის წინ ისევ საჩუქარს უკეთებენ

ეს "ლივერპულს" ძალიან გააბრაზებს - "პსჟ"-ს დიდი მატჩის წინ ისევ საჩუქარს უკეთებენ
1 საათის და 49 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, "პსჟ" გეგმავს მიმართოს ლიგა 1-ის ორგანიზატორს — LFP-ს, რათა 11 აპრილს დაგეგმილი მატჩი ლანსიის წინააღმდეგ გადაიდოს.

წყაროს ცნობით, LFP-ს დირექტორთა საბჭო ხუთშაბათს დილით შეიკრიბება და სწორედ მაშინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-სთვის „ლანსის“ თანხმობა აუცილებელი არ არის. ლიგა 1-ში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც კლუბი ევროპულ ტურნირში მონაწილეობს, ორგანიზაცია ხშირად აკმაყოფილებს მატჩის გადადების მოთხოვნას, რათა გუნდს უკეთესი მომზადების შესაძლებლობა ჰქონდეს.

თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, პარიზულ გრანდს მნიშვნელოვანი შანსი ექნება, რომ ევროპულ ასპარეზზე კონცენტრაცია სრულად მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელის გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპული იქნება.

FACEBOOK კომენტარები