პსჟ მორიგი რუსი ფეხბურთელის ყიდვასთან ახლოს არის პსჟ მორიგი რუსი ფეხბურთელის ყიდვასთან ახლოს არის » Footballnews პსჟ მორიგი რუსი ფეხბურთელის ყიდვასთან ახლოს არის
გათიშვა

პსჟ მორიგი რუსი ფეხბურთელის ყიდვასთან ახლოს არის

პსჟ მორიგი რუსი ფეხბურთელის ყიდვასთან ახლოს არის
1 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენი ინტერესდება მოსკოვის ლოკომოტივის ახალგაზრდა ტალანტით, ალექსეი ბატრაკოვით.

ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, პარიზული გრანდის სკაუტები უკვე აკვირდებიან მოთამაშეს და მის მატჩებს ესწრებიან:

„პსჟ-ს სკაუტები ლოკომოტივის თამაშებზე იმყოფებოდნენ. ისინი დღევანდელ მატჩსაც დაესწრნენ.“

ბატრაკოვი, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ამ დროისთვის რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად და ვარსკვლავად მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, პსჟ-ს ინტერესის კონკრეტული ხასიათი მიუთითებს, რომ ზაფხულში ტრანსფერზე განვითარება სრულიად რეალურია.


FACEBOOK კომენტარები