ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დიდი გამოწვევის წინაშეა ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დიდი გამოწვევის წინაშეა » Footballnews ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დიდი გამოწვევის წინაშეა
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დიდი გამოწვევის წინაშეა

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დიდი გამოწვევის წინაშეა
2 საათის და 8 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმისა და უსმან დემბელეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა ჯერ გარანტირებული არ აქვთ.

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობას სამედიცინო შტაბი ყურადღებით აკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილება დამატებითი შემოწმებების შემდეგ იქნება მიღებული.

ჰაკიმი და დემბელე მიმდინარე სეზონში პარის სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, ამიტომ მათი შესაძლო არყოფნა ლუის ენრიკეს გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

ფინალამდე დარჩენილი დღეები გადამწყვეტი აღმოჩნდება იმის გასარკვევად, შეძლებენ თუ არა ორივე ვარსკვლავი სრულ მზადყოფნაში დაბრუნებას.


FACEBOOK კომენტარები