“კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე..” - ლუის ენრიკეს კომენტარი მალიორკასთან განადგურების შემდეგ “კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე..” - ლუის ენრიკეს კომენტარი მალიორკასთან განადგურების შემდეგ » Footballnews “კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე..” - ლუის ენრიკეს კომენტარი მალიორკასთან განადგურების შემდეგ
გათიშვა

“კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე..” - ლუის ენრიკეს კომენტარი მალიორკასთან განადგურების შემდეგ

“კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე..” - ლუის ენრიკეს კომენტარი მალიორკასთან განადგურების შემდეგ
4 საათის და 18 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მალიორკასთან“ ამხანაგურ მატჩში 0:3 მძიმე მარცხზე კომენტარი გააკეთა.

„ამ მატჩისთვის ობიექტური შეფასების მიცემა რთულია. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ შეცდომა დავუშვით, რამაც მეორე გოლი გამოიწვია და ამის შემდეგ ყველაფერი გართულდა.

"მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ჩვენი აკადემიის რამდენიმე კურსდამთავრებულმა ძალიან კარგად ითამაშა. ამ თამაშის მთავარი მიზანი მათი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გახლდათ. ეს არ იყო შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია.

„პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის მოტივაციის დამატებითი სტიმულია და სრულიად ბუნებრივია მათი მონდომება. ჩვენთვის ეს სეზონისწინა მომზადების პირველი კვირაა და გუნდში ბევრი აკადემიის კურსდამთავრებული გვყავდა. 

"ესენი ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეები არიან და უნდა შევაქო როგორც მათი დონე და ასევე ერთგულება. სამ დღეში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს (8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ - რედ). ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 

"ველოდებით იმ ფეხბურთელების დაბრუნებას, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდნენ, სანამ რეალურად ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენი გუნდი“, - განაცხადა.

FACEBOOK კომენტარები