„ლიონმა“ ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები მადრიდის „რეალთან“, რათა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი ენდრიკი იჯარით დაიმატოს.
ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი ცნობით, ფრანგულმა კლუბმა უკვე წარუდგინა მადრიდელებს საკუთარი გეგმა — ენდრიკისთვის სათამაშო დროის და განვითარებისთვის იდეალური პირობების შექმნის შესახებ.
ბრაზილიელი ტალანტი, რომელიც ზაფხულში ოფიციალურად შეუერთდა „რეალს“ უკმაყოფილოა მადრიდში მიღებული სათამაშო დროით და ახლა ნამდვილად ფიქრობს იჯარით წასვლაზე, რათა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ ენდრიკს მადრიდში დიდი მომავალი აქვს, „რეალის“ ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს იჯარის ვარიანტი, რომელიც ხელს შეუწყობს მისი პროგრესის გაგრძელებას და გამოცდილების დაგროვებას.
შეგახსენებთ, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ბრაზილიელს არცერთ შეხვედრაში სათამაშო დრო არ აქვს.
მან ახალი სეზონის პირველი მატჩი ლა ლიგის 11-ე ტურში ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ცვლილებაზე შემოვიდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
