დიდი დარტყმა "რეალს" "ბაიერნთან" 1/4 ფინალის წინ დიდი დარტყმა "რეალს" "ბაიერნთან" 1/4 ფინალის წინ » Footballnews დიდი დარტყმა "რეალს" "ბაიერნთან" 1/4 ფინალის წინ
გათიშვა

დიდი დარტყმა "რეალს" "ბაიერნთან" 1/4 ფინალის წინ

დიდი დარტყმა "რეალს" "ბაიერნთან" 1/4 ფინალის წინ
2 საათის და 3 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ტრავმის გამო მოედანს დაახლოებით თვე-ნახევრით ვერ დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ AranchaMOBILE ავრცელებს.

ეს ნიშნავს, რომ ბელგიელი კიპერი ვერ დაეხმარება „სამეფო კლუბს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, სადაც მადრიდელთა მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება

ბელგიელი კარის დარაჯი ასევე გამოტოვებს მადრიდულ დერბის, რომელიც "ბლანკოსს" რამდენიმე დღეში ელის.

კურტუა უკვე წლებია „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და მისი არყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეტაპზე რთულად შესავსები იქნება.

მადრიდელები ახლა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვებიან და მომდევნო მატჩებში შანსს ანდრეი ლუნინი მიიღებს.


FACEBOOK კომენტარები