ლა ლიგის 37-ე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ბილბაოსთან" 0:1 დამარცხდა. "ვალენსიამ" 10 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 45 ქულით მე-12 ადგილზეა და 25 მაისს, ბოლო ტურში სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.
"ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა "მესტალიაზე" ბოლო მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ალექს ბერენგერისგან შორიდან დარტყმული ბურთი გაუშვა - შეფასებები: sofascore. 6.7, flashscore 6.6, whoscored 6.2.
ბოლო მატჩიდან ემოციურად გააცილეს ქართველი. "მესტალიადან" გიორგი მამარდაშვილი ტაშით გააცილეს. ცნობილია, რომ "მამარდა" მალე "ლივერპულს" შეუერთდება.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ გუშინდელი მატჩი და გაცილების მომენტი ემოციური იყო ქართველი ფეხბურთელისთვისაც. გიორგი მამარდაშვილმა გამოსამშვიდობებელი პოსტი სოციალურ ქსელშიც დაპოსტა:
"არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო.
ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.
დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია" - წერს გიორგი მამარდაშვილი.
დამშვიდობება სტადიონზე არ დასრულებულა. "მესტალიადან" გამოსულზე ფანებისთვის გიორგი მამარდაშვილის გაჩერება ორმაგად ემოციური იყო…
"გიორგი, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ხარ და გთხოვ დარჩიო უყვიროდნენ ისე, რომ იცოდნენ, ამის შანსი 0-ის ტოლი იყო…ყველას მოუწერა ხელი, ფოტო ყველასთან გადაიღო და არავის დაწყვიტა გული… გზაში კი თავისთვის იხსენებდა ყველა იმ დეტალს, რაც ვალენსიამ და ამ ქალაქმა ქართველ მეოცნებე ბიჭუნას აჩუქა" - წერს GEO TEAM.
რაც შეეხება "ლივერპულში" მამარდაშვილის გადასვლას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართველი მეკარე ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ