კონკრეტული მატჩები, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა კონკრეტული მატჩები, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა » Footballnews კონკრეტული მატჩები, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა
გათიშვა

კონკრეტული მატჩები, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა

კონკრეტული მატჩები, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა
13 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, შეცვლილი რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში"გატარებული ნახევარი სეზონის მიუხედავად სერია ა-ს საჩემპიონო მედალს ვერ მიიღებს.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ქართველი ამ ჯილდოს იმსახურებდა. 

მას იტალიის ჩემპიონის მეორე ტიტული მაინც აქვს, თუმცა მედალი და დაფასება კლუბისგან სასიხარულო იქნებოდა.

გადავავლოთ თვალი გასული სეზონის პირველ ნაწილს, სადაც კვარამ "ნაპოლის" 3 ქულა პირადად მოუტანა:

25 აგვისტო სერია ა-ს II ტური | ნაპოლი 3 - 0 ბოლონია

ამ მატჩში კვარამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა და პირელი საგოლე პასიც მიითვალა. ხვიჩამ პირველ ორ გოლში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და საკუთარ გუნდს სეზონის პირველი 3 ქულაც მოუტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც ცალსახად ქართველი იყო.

15 სექტემბერი სერია ა-ს IV ტური | კალიარი 0 - 4 ნაპოლი

მორიგი ტური და მორიგი გოლს+საგოლე პასი კვარაცხელიასგან. ხვიჩამ მატჩის მეორე გოლი გაიტანა და მესამე რომელუ ლუკაკუს გაატანინა, რომელიც მის ნეაპოლურ კარიერაში პირველი იყო. კვარა ამ შეხვედრაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

20 ოქტომბერი სერია ა-ს VIII ტური | ემპოლი 0 - 1 ნაპოლი

მატჩის ბედი ხვიჩამ პირადად 63-ე წუთზე გადაწყვიტა. კვარას ერთადერთი გოლის წყალობით "ნაპოლიმ" მეტოქე დაამარცხა და დაძაბულ ბრძოლაში გუნდს 3 ქულა პირადად მოუტანა.

29 ოქტომბერი სერია ა-ს X ტური | მილანი 0 - 2 ნაპოლი

ამ შეხვედრაში კვარაცხელია მართლაც გამორჩეული იყო. "ნაპოლიმ" "მილანს" მე-5 წუთზე სწრაფი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც "როსონერის" გოლი მწიფდებოდა, თუმცა კვარამ თავის სტილში ბურთი ცენტრში შეიტანა და საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა. 2:0 და რთულ მატჩში მორიგი მოპოვებული 3 ქულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" მილანის "ინტერს" მხოლოდ 1 ქულით აჯობა და რომ არა ხვიჩას მოტანილი ქულები, ვინ იცის, იქნებ იტალის სხვა ჩემპიონო ჰყოლოდა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ