როგორც მოგეხსენებათ, 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და ინტერის მილანი დაუპირისპირდებიან.
საფეხბურთო გამოცემა "Goal"-მა ამ მატჩთან დაკავშირებით გუნდების საუკეთესო კომბინირებული თერთემეტეული შეადგინა.
ჩვენდა საბედნიეროდ ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას მოხვდა:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა.
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო, ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში.
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჟოაუ ნევეში, ვიტინია, დენზელ დუმფრისი (ინტერი).
თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.
გამოცემა ასევე პირადად კვარაცხელიაზეც წერს:
"ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან ორში წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდების ჩემპიონობაში (საუბარია ნაპოლიზე და პსჟ-ზე), მას შაბათს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მოგებით შეუძლია კიდევ ერთი წარმატებული კამპანია შეასრულოს. ქართველი ფეხბურთელი წარუმატებელი 2023-2024 წლების სეზონის შემდეგ, ჩვეულ მომაჯადოებელ მდგომარეობას დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც იანვარში პსჟ-ში გადავიდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას მეტი გოლის გატანა სჭირდება, მაგრამ მან წარმატებული სეზონისთვის საკმარისი გააკეთა, რომ მარკუს ტურამი ჩვენი გაერთიანებული გუნდიდან ჩამოაგდო".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
