"ვილიარეალში მიქაუატძის ერა იწყება" - რას წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური გამოცემა "ვილიარეალში მიქაუატძის ერა იწყება" - რას წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური გამოცემა » Footballnews "ვილიარეალში მიქაუატძის ერა იწყება" - რას წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური გამოცემა
გათიშვა

"ვილიარეალში მიქაუატძის ერა იწყება" - რას წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური გამოცემა

"ვილიარეალში მიქაუატძის ერა იწყება" - რას წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური გამოცემა
1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ვილაირეალის ფეხბურთელია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჟორჟი კლუბში პირველად მივიდა, ახალი გუნდელები და მწვრთნელები გაიცნო.

დიდი ესპანური გამოცემა AS ქართველ შემტევზე სტატიას აქვეყნებს:

"ორშაბათიდან ვილიარეალში გიორგი მიქაუტაძის ეპოქა დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი პირველად შეხვდა ახალ თანაგუნდელებს და ახალ კლუბს გაეცნო. მიქაუტაძე ვილიარეალის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მასში გადახდილი 31 მილიონი ევროთი. თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებში ორი ოფიციალური მატჩისა და ბულგარეთთან გოლით დაუბრუნდა კლუბს.
ტრანსფერზე შეთანხმება 30 აგვისტოს შედგა, ხოლო 31 აგვისტოს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ის ახლა პირველად შეხვდა თავის ახალ თანაგუნდელებს, ახალ მწვრთნელს და ახალ გუნდს.
ჯერ კიდევ გასარკვევია, რა გეგმას განახორციელებს მარსელინო გარსი ტორალი მასთან დაკავშირებით: მომდევნო მატჩში ძირითადში ათამაშებს თუ დროს მისცემს გუნდთან შესაგუებლად. როგორც არ უნდა იყოს, ვილიარეალს დიდი ხანია არ ჰქონია ასეთი მაღალი მოლოდინი ფეხბურთელის მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ის ერთ-ერთი იმ ახალწვეულთაგანია, რომელსაც კლუბის დინამიკის შეცვლა შეუძლია", - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ჟორჟის დებიუტი სავარაუდოდ 13 სექტემბერს ლა ლიგაში მადირდის ატლეტიკოს წინააღმდეგ შედგება.

FACEBOOK კომენტარები