როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გამართული მატჩი ვილიარეალსა და იუვენტუსს შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
ჩვენდა სასიხარულოდ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.
გარდა ამისა, ქართველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
ბომბარდირის მატჩს უცხოურ მედიაში ასე ეხმაურეაბიან:
Eurosport: "საჯარო საფრთხე. ის მუდმივად მოძრაობდა, პანიკას ქმნიდა და ვილიარეალს იმედს აძლევდა. შემდეგ იუვენტუსის დაცვამ როგორღაც შეაჩერა, სანამ შეცვლიდნენ".
Calciomercato: "ცვლის ბალანსს, არა მარტო ტაბლოზე. ეცემა და ფეხზე დგება გოლის გასატანად, რაც პირველ ტაიმში ვილიარეალის გამოვლენილი შიმშილის ნათელი მაგალითია".
Tuttomercatoweb: "ყვითელი მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო. ის ყველა ბურთისთვის იბრძოდა, თუნდაც საკუთარ ნახევარზე. პირველ ყოვლისა, აკეთებდა იმას, რასაც ცენტრფორვარდისგან ელიან: პირველ ტაიმში გაიტანა გოლი და ჰქონდა შანსი ანგარიში გაეორმაგებინა. მეორე ტაიმში ნაკლებად სასარგებლო იყო, მაგრამ შეცვლამდე მაინც არ დანებდა".
Mediaset: "ვინ იცის, რატომ გაუშვეს ხელიდან ის იტალიურმა კლუბებმა, როცა ამდენი ხანი თვალყურს ადევნებდნენ. ის არის თავდამსხმელი, რომელიც გავლენას ახდენს თამაშზე, შხამივით საშიში, გოლების მოყვარული და საოცრად სწრაფი. ყველა ეს თვისება ვილიარეალის პირველ გოლში იყო".
AS: "შხამინია. ერთი გოლი გაიტანა და კიდევ შეეძლო გატანა. საჯარიმოში გადამწყვეტია".
Eldesmarque: "ანგარიში გახსნა პეპეს პასის შემდეგ. ის ძალიან აქტიური იყო, მეტოქის საჯარიმოში საფრთხეს ქმნიდა, თუმცა მეორე ტაიმში გარკვეულდილად ჩრდილში შევიდა".
აქვე შეგახსენებთ, რომ ვილიარეალი შემდეგ თამაშს ლა ლიგაში შაბათს, 23:00 საათზე, მადრიდის რეალთან სტუმრად გამართავს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
