სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ და მატჩებისთის მზადება განაახლეს.
ჰამბურგის განაპირა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დაზიანდა.
გუნდის მთავარი ექიმი ქართველზე ინფორმაციას ავრცელებს:
"გიორგიმ სცადა, რომ ვარჯიშის დროს გოლის გატანის შეჯიბრში ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე გაკეთებინა და მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ძელს შეეჯახა, მოედნიდან გამოიყვანეს და ექიმებმა იზრუნეს, ახლა ის კარგადაა.
იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ვარჯიშში და უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს", - წერია განცხადებაში.