სახეზე 6 ნაკერის შემდეგ დაბრუნება რთულია - რას ამბობენ გერმანიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით სახეზე 6 ნაკერის შემდეგ დაბრუნება რთულია - რას ამბობენ გერმანიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით » Footballnews სახეზე 6 ნაკერის შემდეგ დაბრუნება რთულია - რას ამბობენ გერმანიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით
გათიშვა

სახეზე 6 ნაკერის შემდეგ დაბრუნება რთულია - რას ამბობენ გერმანიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით

სახეზე 6 ნაკერის შემდეგ დაბრუნება რთულია - რას ამბობენ გერმანიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით
2 დღის და 20 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გოჩოლეიშვილმა ლაიფციგთან მატჩი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

ქართველი განაპირა მცველი ძელთან შეჯახების შემდეგ სახეზე დაშავდა და 6 ნაკერი დაადეს.

გერმანულ მედიაში წერენ, რომ გიორგი ოსნაბრიუკთან ამხანაგურ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ არ უთამაშია.

პრესის ინფორმაციით, გოჩოლეიშვილი ამ კვირაში სპეციალური ნიღბით ივარჯიშებს და თუ ის თავს კომფორტულად იგრძნობს ის ვოლფსბურგთან სათამაშოდ მზად იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ჰამბურგში დონეცკის შახტარიდან 1-წლიანი იჯარით იმყოფება. 

FACEBOOK კომენტარები