ოქტომრბის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ და მატჩებისთვის მზადება განაახლეს.
მოგეხსენებათ, რომ ჰამბურგის განაპირა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დაზიანდა.
ქართველი განაპირა მცველი ძელთან შეჯახების შემდეგ სახეზე დაშავდა და 6 ნაკერი დაადეს.
დაზიანების შემდეგ გუნდის მთავარმა ექიმმა ქართველზე ასეთი განცხადება გააკეთა:
"გიორგიმ სცადა, რომ ვარჯიშის დროს გოლის გატანის შეჯიბრში ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე გაკეთებინა და მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ძელს შეეჯახა, მოედნიდან გამოიყვანეს და ექიმებმა იზრუნეს, ახლა ის კარგადაა. იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ვარჯიშში და უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს", - წერია განცხადებაში.
პრესის ინფორმაციით, გოჩოლეიშვილმა ამ კვირაში სპეციალური ნიღბით ივარჯიშა.
როგორც იწერება, ქართველი მცველი ვოლფსბურგთან სათამაშოდ მზად იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ჰამბურგში დონეცკის შახტარიდან 1-წლიანი იჯარით იმყოფება.
ასე გამოიყურება გოჩოლეიშვილი 6 ნაკერის დადების შემდეგ:

ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
