ლა ლიგის გასულ ტურში ვილიარელმა ხეტაფე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენდა სასიხარულოდ, გიორგი მიქაუტაძემ მშრალი სერია დაასრულა და გოლი გაიტანა.
ზედიზედ 4-ჯერ სათადარიგოთა სკამზე გამწესების შემდეგ, ჟორჟი დღეს სასტარტოში იყო და თავისი შესაძლებლობებიც დაამტკიცა.
ქართველი ბომბარდირის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ ისაუბრა:
"გიორგის გოლი სჭირდებოდა, თავდამსხმელებს ყოველთვის სჭირდებათ გოლები, მაგრამ ვცდილობდით, რომ მას სიმშვიდე შეენარჩუნებინა. არ უნდა იყო შეპყრობილი გოლის გატანით, არამედ უნდა იყო ჩართული, მობილური და გუნდური მოთამაშე.
ვიცით, რომ ის ძალიან ზუსტი მოთამაშეა, რომელიც დღევანდელივით ოსტატურ გოლებს კიდევ გაიტანს. ის ძალიან ზუსტია და შესანიშნავი დარტყმის უნარი აქვს. ვფიქრობ, მას ეს გოლი შესაძლოა, ჩვენზე მეტად სჭირდებოდა, ძალიან გვიხარია, რომ ასე გამოვიდა და გოლი გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაიტანა".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ