ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პარი სენ-ჟერმენი ლისაბონის სპორტინგთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 66-ე წუთძზე გამოჩნდა, როცა ანგარიშით 1:0 იყო.
ქართველმა შემოსვლიდან 13 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ეს გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო.
კვარას კარგ თამაშს ფრანგული გამოცემა LeParisien ეხმაურება:
"შურისძიება უნდოდა? სურდა, თავისი მთავარი მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა? ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, აშკარად დაამტკიცა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელია.
74-ე წუთზე, ლუის სუარესის გოლის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი მდევრის როლში აღმოჩნდა და ქართველმა გარემარბმა წონასწორობა საოცარი დარტყმით აღადგინა. უსმან დემბელესგან მიღებული პასის შემდეგ კვარაცხელიამ თავისი მეურვე ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და მარჯვენა ფეხით, მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა.
ეს გოლი ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონში მეშვიდეა. მან ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასა და ლევერკუზენს გაუტანა, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფლამენგოს კარი აიღო და ლიგა 1-ში ლიონთან და რენთანაც გამოუჩენია თავი. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემაა,“ - წერს Le Parisien.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ