ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა. მატჩის დასრულების შემდეგ, ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა მიქაუტაძეზე ისაუბრა.
მარსელინო: „ვხედავ, რომ მიქაუტაძე ძალიან კარგად გამოიყურება და ეს მხოლოდ გოლების გამო არ არის. ის თამაშში უფრო მეტად არის ჩართული, უკეთ ესმის გუნდის ტაქტიკა, უკეთ კოორდინირებს თანაგუნდელებთან და მენტალურად უფრო სწრაფია. ფორვარდისთვის გოლი უდიდესი სტიმულია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის კოლექტიური თამაშია და ის, რომ გუნდმა სწორად იმუშაოს.“
ცნობისთვის, ჟორჟმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ლა ლიგაში მას უკვე 8 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ