"ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის" - რას წერს DiarioAS ქართველზე "ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის" - რას წერს DiarioAS ქართველზე » Footballnews "ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის" - რას წერს DiarioAS ქართველზე
გათიშვა

"ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის" - რას წერს DiarioAS ქართველზე

"ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის" - რას წერს DiarioAS ქართველზე
3 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მატჩში ვილიარეალს გმირად გიორგი მიქაუტაძე მოევლინა.

ქართველმა ხეტაფეს გადამწყვეტი გოლიო გაუტანა და გუნდს 1:0 მოაგებინა.

ამის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ ბომბარდირი ზედიზედ 3 მატჩია გოლს იტანს

მიქაუტაძის კარგი ფორმა ესპანურ მედიას არ გამორჩა.

გამოცემა DiarioAS ჟორჟზე წერს:

"უკვე მერვე გოლი გაიტანა და ყოველ ჯერზე, როცა მეტოქის საჯარიმოში შედიოდა, საფრთხეს ქმნიდა. მას მეორე გოლიც უნდა გაეტანა, თუმცა მოწინააღმდეგემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და ხელი შეუშალა ანგარიშის გაზრდაში.

გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის, რითაც მისი გუნდისთვის წარმატება მოაქვს.

მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს და თავის სათქმელს, აუცილებლად იტყვის...".

FACEBOOK კომენტარები