ლისაბონის სპორტიგნის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის გარშემო დიდი სატრანსფერო საგაა.
ქოჩორასთვის ბრძოლაში რამდენიმე ესპანური გუნდია ჩართული და აქამდე ფავორიტი ხეტაფე იყო.
თუმცა ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით გიორგი სევილიაში გადაბარგდება:
“გიორგი ქოჩორაშვილი სევილიამ ჯიბრილ სოუს შემცვლელად შეარჩია, რომელიც ჯენოაში გადადის. სულ ახლახან ნერვიონის (რაიონი სევილიაში) კლუბის სპორტულმა დირექტორმა წინადადებით მიმართა სპორტინგს, რომელიც ქართველ ნახევარმცველზე უფლებებს ფლობს.
სევილია სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურებულია. სოუს დაახლოებით 4 მილიონ ევროდ ჯენოაში გაყიდვა ათავისუფლებს თანხას სახელფასო ბიუჯეტში, მაგრამ ამავდროულად აჩენს ხვრელს ნახევარდაცვაში. კლუბს სჭირდება შრომისმოყვარე ცენტრალური ნახევარმცველი, ლა ლიგაში თამაშის გამოცდილებითა და გონივრულ ფასად. ამ პროფილს კი ქოჩორაშვილი იდეალურად შეეფერება.
ამასთან, სევილია კონკურენციაშია ხეტაფესთან, რომელიც ბოლო დროს მოლაპარაკებებში დაწინაურებული იყო, მაგრამ ნერვიონის კლუბის შეთავაზებამ დაამუხრუჭა ხეტაფეს მოლაპარაკება და სევილია ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე გადაიყვანა.
ტრანსფერი უშუალოდ სპორტინგთან განიხილება. სევილია მოქნილ ვარიანტზე მუშაობს - იჯარა, გამოსყიდვის უფლებით ან ტრანსფერი მისაღებ ფასად. ორივე ვარიანტი შესაბამისობაშია ფინანსურ ფეარ-პლეის წესებთან.
სპორტული დირექტორი ანტონიო კორდონი ქართველს, მისი ფიზიკური მონაცემებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით, სოუს პირდაპირ შემცვლელად განიხილავს. თუკი მოლაპარაკება ისე წარიმართება, როგორც მოსალოდნელია, ქოჩორაშვილი სევილიას ახალწვეული უახლოეს დღეებში გახდება და გააძლიერებს გუნდის ნახევარდაცვას, რომელსაც 2026/27 წლების სეზონში ძალა, ამტანობა და ბალანსი სჭირდება”, - წერს OrgulloBiri Sevilla FC.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ