იტალიური მედია შოკშია - როგორ ეხმაურებიან კვერნაძის საოცარ თამაშს დიდი გამოცემები იტალიური მედია შოკშია - როგორ ეხმაურებიან კვერნაძის საოცარ თამაშს დიდი გამოცემები » Footballnews იტალიური მედია შოკშია - როგორ ეხმაურებიან კვერნაძის საოცარ თამაშს დიდი გამოცემები
გათიშვა

იტალიური მედია შოკშია - როგორ ეხმაურებიან კვერნაძის საოცარ თამაშს დიდი გამოცემები

იტალიური მედია შოკშია - როგორ ეხმაურებიან კვერნაძის საოცარ თამაშს დიდი გამოცემები
1 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

სერია ა-ს მესამე ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე ვენეციას დაუპირისპირდა და ქართველის გოლით დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მატჩის ბოლო წუთებზე შეძლო, რითაც თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

კვერნაძის პერფორმანსს იტალური მედია ეხმაურება:

Eurosport 7 ქულა: „რამდენიმე საინტერესო ჩაწოდება განახორციელა და მატჩი გადამწყვეტი გოლით დაასრულა, რომელიც 3 ქულის ტოლფასია“.

Alefrosinone 7 ქულა: „დაცვაში ბევრი იბრძოლა, შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა“.

Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „ფლანგიდან მთელი სისწრაფით უტევდა და მეტოქის დაცვას აწუხებდა. იმსახურებდა გოლს და მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გაიტანა, რითაც თავის გუნდს მოაგებინა“.

Tuttofrosinone 7 ქულა: „კარგი თამაში გამარჯვების გოლით დააგვირგვინა და გულშემატკივარი ძალიან გაახარა“.

გირჩევთ