კვარა სამეულს მიღმა! - საუკეთესო გარემარბების სია კვარა სამეულს მიღმა! - საუკეთესო გარემარბების სია » Footballnews კვარა სამეულს მიღმა! - საუკეთესო გარემარბების სია
გათიშვა

კვარა სამეულს მიღმა! - საუკეთესო გარემარბების სია

კვარა სამეულს მიღმა! - საუკეთესო გარემარბების სია
2 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საფეხბურთო გამოცემა, GiveMeSport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების სია შეადგინა.

რა თქმა უნდა, სიაში პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

გამოცემამ კვარა მეოთხე პოზიციაზე გაამწესა. პირველ ადგილს ლამინე იამალი იკავებს, მეორეს მაიკლ ოლისე, მესამეს კი უსმა დემბელე.

"ნაპოლი კარგად ინარჩუნებდა ხვიჩა კვარაცხელიას, სანამ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართველი ვარსკვლავი ევროპის ყველაზე პრესტიჟული კლუბების სამიზნეებს შორის მოხვდა, ნეაპოლიდან მისი წასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო და საბოლოოდ ის პსჟ-ში აღმოჩნდა. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლის ტრიუმფში დიდი წვლილის შემდეგ (25 გოლი 34 მატჩში), ხვიჩამ თავისი ელიტური დონე საფრანგეთშიც დაადასტურა.

ბურთთან ერთად ეს გარემარბი ბრწყინვალე დრიბლინგს აჩვენებს. სისწრაფისა და ძალის ეს შთამბეჭდავი ნაზავი ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს კამპანიებშიც გამოჩნდა. გასულ სეზონში ხვიჩა იმდენად კარგი იყო, რომ ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა", - წერს გამოცემა კვარაცხელიაზე.