სევილია ქოჩორაშვილის გამო საქართველს ნაკრებს "უბრაზდება" სევილია ქოჩორაშვილის გამო საქართველს ნაკრებს "უბრაზდება" » Footballnews სევილია ქოჩორაშვილის გამო საქართველს ნაკრებს "უბრაზდება"
გათიშვა

სევილია ქოჩორაშვილის გამო საქართველს ნაკრებს "უბრაზდება"

სევილია ქოჩორაშვილის გამო საქართველს ნაკრებს "უბრაზდება"
2 საათის და წუთის წინ
გიორგი სოხაძე

სევილიასთან დაახლოებული გამოცემა, Vamos Mi Sevilla გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით წერს.

წყარო იუწყება, რომ ანდალუზიური გუნდი ქართველის ნაკრებში თამაშს აქტირუად აკვირდება და ისინი შიშობენ, რომ ქოჩორა გუნდში გადაღლილი დაბრუნდება.

"ევროპული კლუბებისთვის სანაკრებო ფანჯრები ყოველთვის დამატებითი თავისტკივილია და გამონაკლისი არც სევილიაა, რომელიც ტრადიციული დილემის წინაშე დგას. სევილიაში ყველაზე მეტად გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობა აწუხებთ, რომელმაც უკრაინასთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მანამდე კი, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსაჯის მიერ დამატებული წუთების ჩათვლით, თითქმის 100 წუთი დაიტვირთა.

საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემიდან გამომდინარე, ქოჩორაშვილს მეტოქეთა შეტევების ჩასაშლელად ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწია, თუმცა, მისი ინდივიდუალური ქმედებები წარმატებული შედეგების დასაფიქსირებლად საკმარისი არ გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა შესაძლებელი 6 ქულიდან მხოლოდ ერთის აღება მოახერხა, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ქოჩორაშვილის დასვენება, დიდი ალბათობით, არც მომდევნო შეხვედრებში იგეგმება.

ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთ შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2 ოქტომბერს უნგრეთთან და 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩებშიც მინდორზე იქნება. ეს სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა სევილიური კლუბის ხელმძღვანელობისთვის. გუნდი ეროვნული გუნდიდან მიიღებს ფეხბურთელს, რომელიც სეზონის ადრეული სტადიისთვის ზედმეტად გადაღლილი იქნება და ტრავმის მიღების რისკიც მოიმატებს.

სევილიაში ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობენ და მხოლოდ საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად იქნება ქოჩორაშვილის მზად, რომ ესპანეთის ლა ლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ სევილიას ლევანტესთან დაპირისპირება მხოლოდ 12 ოქტომბერს უწევს, გაურკვეველია, უმძიმესიმ გრაფიკის შემდეგ, ქოჩორაშვილი როგორ ფიზიკურ კონდიციებში იქნება", - წერს Vamos Mi Sevilla.

გირჩევთ