როგორც მოგეხსემებათ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და პორტუგალიის კარში მშვენიერი გოლის გატანაც შეძლო.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, II Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კვირის წინ “ნაპოლის” წარმომადგენლები გერმანიაში იყვნენ და ხვიჩას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს.
აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიელ რეჟისორს პასუხი ჯერ არ მიუღია.
ცნობისთვის, კვარამ გასულ სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.