ცნობილია - როდის დაუბრუნდება ოთარ კიტეიშვილი მოედანს ცნობილია - როდის დაუბრუნდება ოთარ კიტეიშვილი მოედანს » Footballnews ცნობილია - როდის დაუბრუნდება ოთარ კიტეიშვილი მოედანს
გათიშვა

ცნობილია - როდის დაუბრუნდება ოთარ კიტეიშვილი მოედანს

ცნობილია - როდის დაუბრუნდება ოთარ კიტეიშვილი მოედანს
2 კვირის და 2 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე

ოთარ კიტეიშვილი შტურმს ოჯახური მიზეზების გამო ევროპის ლიგის ფაზის პირველ ტურში "მიდტიულანდთან" ვერ დაეხმარა. 

ამასთან დაკავშირებით, ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზოიმელმა კომენტარი გააკეთა. 

"სამწუხაროდ, ოთარის ოჯახს პრობლემები შეექმნა და ჩვენ მას გუნდის დატოვების უფლება მივეცით. 

"ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია. მას დრო შეუზღუდავად მივეცით. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდა. 

"ვფიქრობ, ოთარი ევროპის ლიგის მეორე ტურში რეინჯერსის წინააღმდეგ ჩვენთან იქნება. ამის შესახებ, თავად კიტეიშვილმა მითხრა ტელეფონზე საუბრისას“, - თქვა ზოიმელმა.

ცნობისთვის, "შტურმისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები