"ვილიარეალის" ბაზაზე სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ჯგუფურ ვარჯიშებში კაპიტანი ჟერარდ მორენო და გუნდის ლიდერი აიოსე პერესი დაუბრუნდნენ.
ახლა გუნდს ოთხი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავს სრულად ჯანმრთელი: მორენო, პერესი, გიორგი მიქაუტაძე და ტანი ოლუვასეი.
33 წლის მორენო ლა ლიგის პირველ ტურში ტრავმირდა და მას შემდეგ მატჩებში არ უთამაშია, 32 წლის აიოსე პერესი სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებდა შეხვედრებს, ხოლო ახლა სრულად მზადაა.
ამ ტრავმებმა გამოიწვია გიორგი მიქაუტაძის შეძენა აგვისტოში რეკორდული თანხით (31+5 მილიონი ევრო), ასევე გუნდის შემადგენლობაში დაემატა კანადელი ოლუვასეი.
18 ოქტომბერს ბეტისთან მატჩში ოთხივე ფორვარდი (პლუს ნიკოლა პეპე) სასტარტო 11-ეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს.
მორენო გუნდის ავტორიტეტი და გამოცდილი ფორვარდია, ლა ლიგაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია. აიოსე პერესი შარშან ლა ლიგაში 19 გოლით გამოირჩეოდა, ხოლო ბეტისი მისი ყოფილი კლუბია.
კვარტეტში ყველაზე ნაკლები შანსი, სავარაუდოდ, 25 წლის კანადელ ოლუვასეს აქვს. ნიკოლა პეპე სავარაუდოდ ფლანგის პოზიციაზე დარჩება.
მორენოსა და პერესის ფორმაში დაბრუნება მიქაუტაძეს კონკურენციის მოგებას შესაძლოა გაუმარტივებდეს, თუმცა სეზონის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელი შედეგიანი თამაშის ჩვენებით უნდა დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში.
შეგახსენებთ, "ვილიარეალს" ოქტომბერში დატვირთული გრაფიკი ელოდება: 18-ში ბეტისთან, 21-ში ჩემპიონთა ლიგაზე – მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, 25-ში ვალენსიასთან „მესტალიაზე“, ხოლო 30-ში კოპა დელ რეიზე – სიუდად დე ლუსენასთან.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ