"მოთმინება ჩვენც გვჭირდება" - რა კომენტარი გააკეთეს გიორგი ჩაკვეტაძეზე "მოთმინება ჩვენც გვჭირდება" - რა კომენტარი გააკეთეს გიორგი ჩაკვეტაძეზე » Footballnews "მოთმინება ჩვენც გვჭირდება" - რა კომენტარი გააკეთეს გიორგი ჩაკვეტაძეზე
გათიშვა

"მოთმინება ჩვენც გვჭირდება" - რა კომენტარი გააკეთეს გიორგი ჩაკვეტაძეზე

"მოთმინება ჩვენც გვჭირდება" - რა კომენტარი გააკეთეს გიორგი ჩაკვეტაძეზე
1 საათის და 30 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

22 ნოემბერს ინგლისის ჩემპიონშიპის მე-16 ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი დერბი ქაუნთის ესტუმრება. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინათ, გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო, თუმცა მისი თამაში დერბისთან გამორიცხულია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხავი გრასიამ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ის პროგრესირებს, პროცესშია, მაგრამ დრო ესაჭიროება. ის ძალიან დიდხანს არ იყო, ახლა კი დრო უნდა გუნდთან ერთად შრომისთვის, დრო და მოთმინება. 

"ამავე დროს, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე გვეყოლება განკარგულებაში. მოთმინება ჩვენც გვჭირდება, მოთმინება და მისი მხარდაჭერა, უნდა დაველოდოთ", - განაცხადა უოტფორდის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს თითქმის რვა თვეა, რაც ტრავმის გამო ფეხბურთი არ უთამაშია. 


FACEBOOK კომენტარები