იმის შანსი, რომ ზურიკო დავითაშვილმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სენტ ეტიენი დატოვოს, იზრდება. როგორც ირკვევა, 24 წლის ქართველი ფეხბურთელით კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა და ახლა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად წარიმართება მოლაპარაკებები.
Canto das Transferências-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დავითაშვილის საკუთარ რიგებში ხილვა ლისაბონის ბენფიკას სურს, რომელსაც ლეგენდარული ჟოზე მოურინიო ავარჯიშებს. არსებული ინფორმაციით, სენტ ეტიენი ზურიკოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს ანაც თანახმაა, რომ ქართველი ნახევარმცველი იჯარის წესით გაუშვას შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
ამასთან, როგორც თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური წერს, დავითაშვილს ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის ბინადარი ევერტონი და თურქული სუპერლიგის წევრი ფენერბაჰჩე. კიდევ ერთი თურქული გრანდის ბეშიქთაშის ინტერესის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ