"ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ..." - ლანჩხუთელთა კაპიტნის განცხადება "ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ..." - ლანჩხუთელთა კაპიტნის განცხადება » Footballnews "ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ..." - ლანჩხუთელთა კაპიტნის განცხადება
გათიშვა

"ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ..." - ლანჩხუთელთა კაპიტნის განცხადება

"ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ..." - ლანჩხუთელთა კაპიტნის განცხადება
2 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

”რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი! 

როგორ შეიძლება ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?!”

”15 წელია ფეხბურთში ვარ. საზღვარგარეთაც მითამაშია და ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, სხვადასხვა კლუბიდან არაერთი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია”.

”მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც, ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს, ვისაც მის ქვეყანაში პატივს არ სცემენ) - ადამიანები არ ხართ? არაფრის არ გეშინიათ?

უფლის არ გეშინიათ? არ გეშინიათ, რომ ხვალ თქვენ ან თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ? მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში?”

”მცხვენია ყველას მაგივრად, ვინც დუმს. მეცოდებით გულწრფელად. ღმერთმა ყველას აპატიოს”...

”სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ხმის ამოღება, სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართლს, თორე დღეს, ფულს ვერ აჯობებ”.

”ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ, სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა”.

”ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. არა ძალადობას!”

თქვა ლანჩხუთის კაპიტანმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ნინო ჩხარტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილში, ნიკე-ლუსოს 63 ქულა აქვს, ლანჩხუთს - 60 და თუ ლანჩხუთი იმ მატჩს, რომელიც პროტესტის ნიშნად ჩაშალა მოიგებდა, 3-ქულიან სხაობას სრულად აღმოფხვრიდა.

2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე-ლუსოს მფლობელი, თურქი ბიზნესმენი, 32 წლის მეჰმეთ უიარი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ფეხბურთელმა ქალმა კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა, გონება დაკარგა.

მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს.

ფეხბურთელის თქმით, თურქი ბიზნესმენის ადვოკატები ნახევარ მილიონს სთავაზობდნენ თუ ის  საპროცესო გარიგებას დაითანხმებდა.

გამოძიების პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნიკე-ლუსო 4 000 ლარით დააჯარიმა, ქალი ფეხბურთელების გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების აღმოჩენის შემდეგ - კანონით, ეს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევაა, გუნდში კი არასრულწლოვანი ფეხბურთელებიც ირიცხებოდნენ.

წყარო: 90 წუთი

გირჩევთ