"მატჩის დროს ხვიჩამ ეს მითხრა" - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება "მატჩის დროს ხვიჩამ ეს მითხრა" - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება » Footballnews "მატჩის დროს ხვიჩამ ეს მითხრა" - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება
გათიშვა

"მატჩის დროს ხვიჩამ ეს მითხრა" - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება

"მატჩის დროს ხვიჩამ ეს მითხრა" - უკრაინელი ფეხბურთელის განცხადება
1 საათის და 35 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოსა და უკრაინის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ედუარდ სარაპი ჟურნალისტთან მატჩის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.

სარაპის შორეული დარტყმის შემდეგ, მასთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდა და რაღაც უთხრა, რაზეც უკრაინელ ფეხბურთელს გაეცინა. 

სწორედ ამ დიალოგზე ჰკითხა ჟურნალისტიმა ცენტრალურ მცველს:

ჟურნალისტი - "როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა გაბედე, ხვიჩა რაღაცაზე მოგიახლოვდა და ამის შემდეგ გაგეცინა. რა გითხრა მან?"

სარაპი - "მითხრა, ნამეტანია, ძმაო, მამარდაშვილი კარგი მეკარეაო (იცინის)... თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია"



გირჩევთ