"ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - რას გეგმავს "პარტენოპეი" "ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - რას გეგმავს "პარტენოპეი" » Footballnews "ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - რას გეგმავს "პარტენოპეი"
გათიშვა

"ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - რას გეგმავს "პარტენოპეი"

"ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - რას გეგმავს "პარტენოპეი"
7 საათის და 29 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გამოცემა CaughtOffside-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ორ ფეხბურთელს აკვირდება. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი წიტაიშვილია, რომელიც ამჟამად "მეცის" რიგებში ირიცხება. 

როგორც ირკვევა, "ნაპოლის" ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს და კლუბებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.

მოგეხსენებათ, წიტაიშვილი „მეცში“ იჯარის წესით ასპარეზობს და „დინამო კიევის“ საკუთრებაა. 

მიმდინარე სეზონში ქართველმა ლიგა 1-ის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 

აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

FACEBOOK კომენტარები