ყველაზე კარგ შემთხვევაში, მანუელ ნოიერი მინდორს 8-10 კვირაში დაუბრუნდება, - წერს BILD.
ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის მეკარემ ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, თუმცა მანუელი დისკომფორტს გრძნობს, ნახტომების გაკეთებას ერიდება, ბურთის დარტყმას თავისუფლად ვერ ახერხებს.
ტრავმირებულ მარჯვენა ხელს "ბაიერნის" გოლკიპერი საყრდენად იყენებს, მარცხენა ფეხით კი ბურთს ჯეროვნად ვერ ურტყამს.
იმ ფონზე, რომ "რეკორდმაისტერმა" იან ზომერი "ინტერში" გაყიდა, გუნდი ახლა მხოლოდ 35 წლის სვენ ულრაიხის იმედზეა. ულრაიხმა "მონაკოსთან" ამხანაგურ მატჩში თავი პოზიტიურად წარმოაჩინა და იქამდე, სანამ ახალი მეკარე არ მოვა, ბავარიელთა კარს თავად დაიცავს.
ნოიერის ასეთი პრობლემების ფონზე, მარტივი სავარაუდოა, რომ "ბაიერნი" გოლკიპერის პოზიციის გაძლიერებას იმაზე გაცილებით მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვიდრე აქცევდა. ცხადია, ეს ზრდის "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ალიანს არენაზე" გადაბარგების შანსსაც.
"ბაიერნისთვის" მთავარ დაბრკოლებას ის 30 მილიონი ევრო წარმოადგენს, რომელსაც "ლოს ჩე" გიორგის სანაცვლოდ ითხოვს. საინტერესოა, როგორ განვითარდება ამ მხრივ მოვლენები.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ