მიზეზი, თუ რატომ არ შედგა "რეალში" მამარდაშვილის ტრანსფერი მიზეზი, თუ რატომ არ შედგა "რეალში" მამარდაშვილის ტრანსფერი » Footballnews მიზეზი, თუ რატომ არ შედგა "რეალში" მამარდაშვილის ტრანსფერი
გათიშვა

მიზეზი, თუ რატომ არ შედგა "რეალში" მამარდაშვილის ტრანსფერი

მიზეზი, თუ რატომ არ შედგა "რეალში" მამარდაშვილის ტრანსფერი
2 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

მადრიდის „რეალი“ გიორგი მამარდაშვილს ტიბო კურტუას შემცვლელად განიხილავდა. 

ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ხორხე პიკონი წერს. მისი ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, ვინ შეცვლის პირველი ნომრის პოზიციაზე კურტუას, როდესაც ბელგიელი „რეალს“ დატოვებს. 

"კურტუა ხელშეუხებელია, მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. კლუბის აზრით, ტიბო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, თუმცა მხედველობაში იღებენ ბელგიელის ასაკსაც (33 წელი) და მუხლის დისკომფორტს, რომელიც ტიბოს ბოლო პერიოდში აწუხებს. 

"არსებობდა ინტერესი ჟოან გარსიას და გიორგი მამარდაშვილის მიმართ, თუმცა მათ კურტუას წასვლამდე სათადარიგო მეკარის როლი არ აკმაყოფილებდა. 

"კლუბში ფიქრობენ, რომ კარგი კანდიდატურები სატრანსფერო ბაზარზე ყოველ წელს ჩნდება“, - წერს ხორხე პიკონი

FACEBOOK კომენტარები