“ჩვენს ნაკრებში ამ მდგომარეობით შეშინებული ვარ” - ვლადიმერ გუცაევი “ჩვენს ნაკრებში ამ მდგომარეობით შეშინებული ვარ” - ვლადიმერ გუცაევი » Footballnews “ჩვენს ნაკრებში ამ მდგომარეობით შეშინებული ვარ” - ვლადიმერ გუცაევი
გათიშვა

“ჩვენს ნაკრებში ამ მდგომარეობით შეშინებული ვარ” - ვლადიმერ გუცაევი

“ჩვენს ნაკრებში ამ მდგომარეობით შეშინებული ვარ” - ვლადიმერ გუცაევი
5 საათის და 2 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ნაკრებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ახალი გუნდი იქნება, რადგან თითქმის ყველაფერი შეიცვალა. 

"ბევრმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა და სამწუხაროდ, არ ათამაშებენ. ვფიქრობ, საინტერესო თემაა, ეს ფაქტორი მოთამაშეების ფორმაზე რა გავლენას მოახდენს. ბევრი მათგანი ხომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

"კარგია, რომ ტრავმის შემდეგ ისევ დაიწყო თამაში გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ როლს თამაშობს – როდესაც გიორგი ფორმაშია, ჩვენი გუნდი სხვანაირია.

"კარგი თავდამსხმელებიც გვყავს, მაგრამ მე დაცვის მდგომარეობით ვარ შეშინებული, რომელიც ბოლო შეხვედრებში თურქეთთან და ესპანეთთან უსუსურად გამოიყურებოდა. ჯერჯერობით, არ ჩანს, გამოცდილი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს", - თქვა გუცაევმა.

FACEBOOK კომენტარები