"დავიღუპეთ ამ დროს" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები ალისონის დანაკლისზე ჩემპიონთა ლიგაზე "დავიღუპეთ ამ დროს" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები ალისონის დანაკლისზე ჩემპიონთა ლიგაზე » Footballnews "დავიღუპეთ ამ დროს" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები ალისონის დანაკლისზე ჩემპიონთა ლიგაზე
გათიშვა

"დავიღუპეთ ამ დროს" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები ალისონის დანაკლისზე ჩემპიონთა ლიგაზე

"დავიღუპეთ ამ დროს" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები ალისონის დანაკლისზე ჩემპიონთა ლიგაზე
3 საათის და 29 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ლივერპულის“ გულშემატკივრებმა მძაფრი რეაქცია გამოხატეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი ფიზიკური პრობლემების გამო ვერ ითამაშებს "გალათასარაის" წინააღმდეგ მატჩში.

სოციალურ ქსელებში ბევრმა ფანმა შეშფოთება და იმედგაცრუება გამოთქვა. რამდენიმე კომენტარი განსაკუთრებით გავრცელდა:

„დავიღუპეთ — ალისონის ტრავმა ახლა არ უნდა მომხდარიყო.“

„ძალიან რთული ამბავია. გიორგი მამარდაშვილი ვერ შეძლებს ალისონის სრულად ჩანაცვლებას.“

„ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ალისონის არყოფნა დაუშვებელია", - წერენ მერსესაიდელები.

ბრაზილიელი მეკარე წლებია „ლივერპულის“ დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და მისი არყოფნა ბევრ გულშემატკივარს სერიოზულ პრობლემად მიაჩნია.

ამ შეხვედრაში კარს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელსაც მნიშვნელოვანი შანსი ეძლევა თავი გამოიჩინოს და დაამტკიცოს, რომ მაღალი დონის მატჩებში თამაშიც შეუძლია.



FACEBOOK კომენტარები