ჩელსის ფეხბურთელის საჯარო აღიარება ხვიჩა კვარაცხელიაზე ჩელსის ფეხბურთელის საჯარო აღიარება ხვიჩა კვარაცხელიაზე » Footballnews ჩელსის ფეხბურთელის საჯარო აღიარება ხვიჩა კვარაცხელიაზე
გათიშვა

ჩელსის ფეხბურთელის საჯარო აღიარება ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩელსის ფეხბურთელის საჯარო აღიარება ხვიჩა კვარაცხელიაზე
3 საათის და 3 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბრწყინვალედ იასპარეზა და საგოლე პასს დუბლიც დაუმატა.

შეხვედრის შემდეგ "ჩელსის" ფეხბურთელმა, უესლი ფოფანამ მედიასთან ქართველზე ისაუბრა. 

"პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ყველამ იცის, რომ ძალიან მაგარი გუნდი ჰყავთ. 

"პსჟ-ში ოქროს ბურთის მფლობელი, უსმან დემბელე თამაშობს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ახლაც, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს.

"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან — მათ მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებაზე კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შემოიყვანეს. უნდა ვაღიარო, რომ მან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ორი გოლი გაგვიტანა", - თქვა ფოფანამ.

FACEBOOK კომენტარები