კვარაცხელიამ, შესაძლოა, 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს - ხვიჩას სიფრთხილე მოუწევს კვარაცხელიამ, შესაძლოა, 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს - ხვიჩას სიფრთხილე მოუწევს » Footballnews კვარაცხელიამ, შესაძლოა, 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს - ხვიჩას სიფრთხილე მოუწევს
გათიშვა

კვარაცხელიამ, შესაძლოა, 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს - ხვიჩას სიფრთხილე მოუწევს

კვარაცხელიამ, შესაძლოა, 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს - ხვიჩას სიფრთხილე მოუწევს
3 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პსჟ-ის ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ნუნუ მენდეში დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ არიან. 

თუ ისინი სამშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებენ, მომდევნო მატჩს გამოტოვებენ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელს უკვე აქვს დაგროვილი ბარათები და კიდევ ერთი გაფრთხილება ავტომატურად დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. 

ეს ნიშნავს, რომ ისინი 1/4 ფინალის მატჩს გამოტვებენ, თუ პარიზელებმა კვალიფიცირება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის რეგლამენტის მიხედვით ყვითელი ბარათების განულება მხოლოდ მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩების შემდეგ ხდება. 

შესაბამისად, თუ კვარაცხელია ან მენდეში ამ შეხვედრაში გაფრთხილებას მიიღებენ, სანქცია ძალაში დაუყოვნებლივ შევა.


FACEBOOK კომენტარები