"მათ ამ მატჩში არ ვათამაშებ" - ვილი სანიოლის განცხადება "მათ ამ მატჩში არ ვათამაშებ" - ვილი სანიოლის განცხადება » Footballnews "მათ ამ მატჩში არ ვათამაშებ" - ვილი სანიოლის განცხადება
გათიშვა

"მათ ამ მატჩში არ ვათამაშებ" - ვილი სანიოლის განცხადება

"მათ ამ მატჩში არ ვათამაშებ" - ვილი სანიოლის განცხადება
2 საათის და 54 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

25 მარტს საქართელოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ისრაელთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.

"ერთა ლიგა სექტემბერში იწყება. მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულად არ დავიტვირთებით. 

"ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე არ ვარჯიშობენ – მნიშვნელოვანი მატჩი რომ იყოს, ვათამაშებდით, მაგრამ ახლა მათი ჯანმრთელობით არ გავრისკავთ.

"რატომ არის კაპიტანი კვარაცხელია და არა კიტეიშვილი? გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ. ახლა ხვიჩამ უნდა ნახოს თავისი გზა, როგორი კაპიტანი იქნება.

"ამხანაგურ შეხვედრაში დადებითი შედეგი იქნება, თუ მეტ დისციპლინას და დინამიკას დავინახავთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.



FACEBOOK კომენტარები