“ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, არ მესმის, თუ რატომ ვიმოქმედეთ ასე..” - ვილი სანიოლი “ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, არ მესმის, თუ რატომ ვიმოქმედეთ ასე..” - ვილი სანიოლი » Footballnews “ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, არ მესმის, თუ რატომ ვიმოქმედეთ ასე..” - ვილი სანიოლი
გათიშვა

“ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, არ მესმის, თუ რატომ ვიმოქმედეთ ასე..” - ვილი სანიოლი

“ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, არ მესმის,  თუ რატომ ვიმოქმედეთ ასე..” - ვილი სანიოლი
1 საათის და 59 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.

„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა.

როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. არ უნდა გვეჩქარა, არ მესმის, თუ რატომ ვიმოქმედებთ ასე”

გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ. ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის.

რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“, – აღნიშნა სანიოლმა.



FACEBOOK კომენტარები