საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხბურთის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოხატა და დაიწყო შესაბამისი მოლაპარაკებები.
ლიცენზიის შეძენა შესაძლებელი იყო FIFA-ს დახურული ტენდერის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები. პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ეგიდით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სახელით ტენდერში ე.წ. ბიდინგს (ფასდადება) აწარმოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.
პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა, როგორც საერთო მაუწყებელი (ორი სატელევიზიო არხი, რადიოარხი და ციფრული პლატფორმა) ყველა მატჩის ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებისთვის როგორც ღია სიგნალის (DVBT2), ასევე სატელიტური სიგნალისთვის, რითაც სრულად უზრუნველყოფდა აუდიტორიის მომსახურებას ყველა შესაძლო პლატფორმაზე.
აღსანიშნავია, რომ პირველი არხის მიერ გაკეთებული პირველი ბიჯი შეადგენდა 61%-ით მეტს, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის ღირებულება იყო. ბიდინგის დროს მაუწყებელმა მეორე ბიჯზე თანხა გაზარდა კიდევ 20%-ით და, ჯამში, 2026 წლის ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, FIFA-ს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ, რომელმაც ლიცენზია შეისყიდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე.
გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იმავე დღიდან მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე (Sub license), რის შესახებაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა"
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ