“ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია “ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია » Footballnews “ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

“ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია

“ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია
1 საათის და 5 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება ყველა მოთამაშეს შეუძლია და, რა თქმა უნდა, მეც. ყოველთვის ვცდილობ წინსვლას, მეტი გოლის გატანასა და საგოლე გადაცემის შესრულებას, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლებითა და ასისტებით არ შემოიფარგლება. 

"გაცილებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ეხმარები გუნდს. ზოგჯერ ვერ გაგაქვს ან საგოლე გადაცემას ვერ ასრულებ, მაგრამ შეგიძლია მოედანზე ყველაფერი გააკეთო, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო. 

"ეს ჩემთვის მთავარია. როდესაც მატჩი სრულდება, მინდა, ვიცოდე, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში 100 პროცენტით დავეხმარე.

"როდესაც კარიერა დავიწყე, უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე გუნდური, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ გუნდის გარეშე არაფერი გამოვა", - თქვა ხვიჩამ.

FACEBOOK კომენტარები