ხვიჩა ინგლისის ნაკრებში?! - რას ითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხვიჩა ინგლისის ნაკრებში?! - რას ითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ » Footballnews ხვიჩა ინგლისის ნაკრებში?! - რას ითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ხვიჩა ინგლისის ნაკრებში?! - რას ითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ

ხვიჩა ინგლისის ნაკრებში?! - რას ითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ
2 საათის და 51 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 

ლინეკერი The Rest is Football-ის პოდკასტში „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო შეხვედრას გამოეხმაურა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობს.

"ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც ტკბები. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება, რადგან საქართველომ საგზური ვერ მოიპოვა. 

"როგორ ფიქრობთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვინათხოვროთ? მხოლოდ ერთი თვით... მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა გვინდა და სათამაშო დროს მივცემდით... ვფიქრობ, ჩვენს გუნდში აუცილებლად მოხვდებოდა“, - თქვა ლინეკერმა.



FACEBOOK კომენტარები