“ამ ოჯახში ყველა ფეხბურთელია? ბარსამ თორნიკე უნდა იყიდოს..” - უცხოური მედია “ამ ოჯახში ყველა ფეხბურთელია? ბარსამ თორნიკე უნდა იყიდოს..” - უცხოური მედია » Footballnews “ამ ოჯახში ყველა ფეხბურთელია? ბარსამ თორნიკე უნდა იყიდოს..” - უცხოური მედია
გათიშვა

“ამ ოჯახში ყველა ფეხბურთელია? ბარსამ თორნიკე უნდა იყიდოს..” - უცხოური მედია

“ამ ოჯახში ყველა ფეხბურთელია? ბარსამ თორნიკე უნდა იყიდოს..” - უცხოური მედია
17 საათის და 49 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ცნობილი გამოცემა “Mundo Deportivo“ თბილისის „დინამოს“ რიგებში, „მონდორფ ლე ბენთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. 

გამოცემის რედაქტორი ხავიერ გასკონი წერს, რომ 2024 წელს „ბარსელონამ“ „ნაპოლისგან“ 70 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარცხელიას შეძენა ვერ შეძლო, რომელიც პსჟ-ში გადავიდა, ახლა კი კატალონიური კლუბი მისი უმცროსი ძმის განვითარებას უნდა დააკვირდეს. 

ავტორი აღნიშნავს, რომ ჯერ თორნიკეს სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ ნახევარი მილიონია.

"ამ ოჯახში ეტყობა მხოლოდ ფეხბურთელები არიან. ევროპულ სცენაზე ხვიჩას შემდეგ თორნიკეს ჯერი დადგა. მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და „ბარსა“ ყურადღებით ადევნებს თვალს. 

„ბარსელონამ“ წარსულის შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, როდესაც ხვიჩას გადაბირება ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. იმისათვის, რომ კონკურენტებს დაასწროს, ამჯერად უფრო კონკრეტული მოქმედება მართებთ, რათა ვუნდერკინდი არავის დაუთმონ. ის მხოლოდ 16 წლისაა და როგორც კი 18 წლის გახდება, წინადადებით მიმართავენ", - ამბობს ჟურნალისტი.

FACEBOOK კომენტარები