გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში? - რა ეტაპზეა ახლა ტრანსფერი გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში? - რა ეტაპზეა ახლა ტრანსფერი » Footballnews გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში? - რა ეტაპზეა ახლა ტრანსფერი
გათიშვა

გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში? - რა ეტაპზეა ახლა ტრანსფერი

გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში? -  რა ეტაპზეა ახლა ტრანსფერი
4 საათის და 28 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 

არსებული ცნობებით, „ხეტაფე“ ქართველი ფეხბურთელის მოლაპარაკების პროცესს ჩამოშორდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „სევილიასა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. 

„სევილიას“ ხელმძღვანელობა ცდილობს ქოჩორაშვილი ისეთი პირობებით დაიმატოს, რომ სხვა პოზიციების გაძლიერებაც შეძლოს და ფინანსური ფეირპლეის მოთხოვნები არ დაარღვიოს. 

როგორც ირკვევა, თუ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, ქოჩორაშვილი „სევილიას“ იჯარით შეუერთდება, მომავალ სეზონში კი გუნდს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. 

ანდალუსიური გუნდის სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ ქოჩორაშვილი ლა ლიგის პირველი ტურისთვის უკვე მათ განკარგულებაში იყოს.

FACEBOOK კომენტარები