„ვილიარეალის" სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ ტენამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი გიორგი მიქაუტაძისა და კლუბის სხვა ფეხბურთელების მომავალზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის „ვილიარეალს" ქართველი შემტევის თაობაზე ოფიციალური წინადადება არცერთი კლუბისგან არ მიუღია.
„არა, შიში ნამდვილად არ გვაქვს, რადგან მათით კმაყოფილები ვართ, და ფეხბურთელებიც ძალიან კმაყოფილები არიან „ვილიარეალში" თამაშით.
"ამ მომენტისთვის ოფიციალური შეთავაზებები არ გვაქვს, თუმცა მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება. ეს ნორმალურია, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს.
"ეს იმის ნიშანია, რომ მიქაუტაძეს, მიკას, პაპეს, კარლოს რომეროს და ჩვენი კლუბის ყველა ფეხბურთელს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო მომენტამდე შეიძლება ჰქონდეს შეთავაზება.
"ერთადერთი, რაც კლუბის მხრიდან უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მზად ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს მოხდება და ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად მომზადებული უნდა ვიყოთ, რათა არსებული შემადგენლობის საფუძველზე გუნდის ხელახლა ჩამოყალიბება შევძლოთ", - განაცხადა ტენამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ