ლივერპულმა ახალი მეკარე იყიდა! - რა ბედი ელის მამარდაშვილის ლივერპულმა ახალი მეკარე იყიდა! - რა ბედი ელის მამარდაშვილის » Footballnews ლივერპულმა ახალი მეკარე იყიდა! - რა ბედი ელის მამარდაშვილის
გათიშვა

ლივერპულმა ახალი მეკარე იყიდა! - რა ბედი ელის მამარდაშვილის

ლივერპულმა ახალი მეკარე იყიდა! - რა ბედი ელის მამარდაშვილის
3 საათის და 51 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლივერპულმა ბელგიური „გენკის“ 18 წლის მეკარის, ლუკა ბრუგმანსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. ბრუგმანსი მერსისაიდულ კლუბს 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება, ხოლო სამედიცინო შემოწმებისთვის საჭირო ნებართვა „ლივერპულმა“ უკვე მიიღო. საბოლოო ფორმალობები სამედიცინო შემოწმების შემდეგ შესრულდება.

ბრუგმანსის ტრანსფერი პირდაპირ უკავშირდება გიორგი მამარდაშვილის მომავალსაც. თუ ქართველი მეკარე „ნოტინგემ ფორესტში“ გადავა, ბელგიელი კიპერი „ლივერპულში“ დარჩება.

ამრიგად, „ლივერპული“ ახალგაზრდა მეკარის დამატებით გრძელვადიან გეგმას ამზადებს, ხოლო მამარდაშვილის შესაძლო წასვლის შემთხვევაში გუნდში მეკარის პოზიციაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.


FACEBOOK კომენტარები