მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზეს წინა მატჩში მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზეს წინა მატჩში » Footballnews მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზეს წინა მატჩში
გათიშვა

მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზეს წინა მატჩში

მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზეს წინა მატჩში
4 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
უგულშემატკივრე Black Fortress-ს

სერია A-ს მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. 

ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა სათამაშო დრო არ მიუღია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გიორგი ჩაკვეტაძეს სეზონის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ერთი წუთიც არ უთამაშია. თუ მშვიდად ვიმუშავებთ, გამოჩნდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. 

"ჩაკვეტაძის სამატჩო განაცხადში შეყვანა და ოფიციალურ შეხვედრაში მისი გასახდელში ყოფნა სასიამოვნო იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრად უკეთეს ფორმაში იქნება", - თქვა რუნიაიჩმა.

გირჩევთ