გავლენიანმა გამოცემა GOAL-მა "პარის სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატია მიუძღვნა.
"როგორ იმოქმედა ბრედლი ბარკოლას 145-მილიონიანმა ტრანსფერმა ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაზე?
პარი სენ-ჟერმენი ბრედლი ბარკოლას ლივერპულში ტრანსფერის შედეგებს უკვე იმკის, თუმცა არა ისე, როგორც ბევრი ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა ფრანგი გარემარბის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა (145 მილიონი ევრო) მიიღო, მისი წასვლა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში დაფიქსირებულ მკვეთრ ჩავარდნას დაემთხვა.
პსჟ-მ შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად, აიაქსიდან, პერსპექტიული ახალგაზრდა, მიკა გოდტსი გადაიბირა, თუმცა მოქმედი ჩემპიონებისთვის, გარდამავალი პერიოდი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ბარკოლას წასვლით გამოწვეული ძვრები მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთში იგრძნობა, მაგრამ ამან ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ქართველ ვარსკვლავს მიაყენა.
კვარაცხელიას საგანგაშო სტატისტიკა
მშრალი ციფრები გასულ სეზონთან შედარებით მკვეთრ კონტრასტს ქმნის. გასულ სეზონში ხვიჩა უბრალოდ ფენომენალური იყო - მან ლიგა 1-ში 8 გოლი გაიტანა, ევროტურნირებზე კი თავი 10 გატანილი ბურთით გამოიჩინა. 2026/27 წლების სეზონის სტარტი კი სრულიად განსხვავებული სცენარით ვითარდება.
სასტარტო 5 შეხვედრაში (ჯამში 280-მდე წუთი) კვარაცხელიას ანგარიშზე გოლი არ არის. მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ ლუის ენრიკე მას მოედანზე დიდხანს აღარ ტოვებს: ბრესტთან მატჩში ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მარსელთან „ლე კლასიკში“ სულ რაღაც 58-ე წუთზე გაიყვანეს.
მთავარი შიდა კონკურენტის დაკარგვა
სეზონის ასეთი მძიმე დასაწყისი ხაზს უსვამს ხვიჩას თამაშის სპეციფიკას: მისი პროდუქტიულობა ხშირად მატჩის მასშტაბსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. მთავარი მიზეზი პსჟ-ს გასახდელში შეცვლილი დინამიკაა. გასულ სეზონში, ლუის ენრიკეს მიერ დანერგილი უკომპრომისო შიდა კონკურენციის პირობებში, კვარაცხელია და ბარკოლა მარცხენა ფლანგის პირველნომრობისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ.
ბარკოლას აგრესიული და დაუღალავი გარღვევები მეტოქის დაცვის ზურგს უკან ხვიჩას აიძულებდა, სასტარტოში ადგილის შესანარჩუნებლად მაქსიმალურ ფორმაში ყოფილიყო. ახლა კი 21 წლის გოდტსს ჯერ არ გააჩნია ისეთი სტატუსი და გამოცდილება, რომ პრინციპულ შეხვედრებში კვარაცხელიას პოზიციას საფრთხე შეუქმნას. ბელგიელს ძირითად შემადგენლობაში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და, შესაბამისად, ვერც ისეთი იმპულსი შექმნა, რაც ქართველ გარემარბს დამატებით სტიმულს მისცემდა", - წერს GOAL.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ