"ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია "ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია » Footballnews "ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
გათიშვა

"ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
2 საათის და 23 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მთელი გუნდი ორშაბათიდან შეიკრიბა და გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელებიც, მაგრამ ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ.

"ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. 

"ჩვენი ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს ხვალ მოედანზეც გადავიტანთ.

"მიხარია, რომ ხვიჩა „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. ის მართლაც გამორჩეული მოთამაშეა და ამას ნამდვილად იმსახურებს.

"სამწუხაროდ, ოთარ მამაგეიშვილი ტრავმირებულია და ერთა ლიგის ამ შეხვედრებს გამოტოვებს, მაგრამ შეკრებაზე მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და როდესაც მომჯობინდება, ნაკრებში აუცილებლად დავაბრუნებ.

"ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, როგორც ჯორჯ ბესტი, მაგრამ ხვიჩას ცხოვრება მოედანს მიღმა უფრო მშვიდია, ვიდრე ბესტის იყო. ბევრმა ნომინირებულმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს, ხვიჩას ეს არასდროს უთქვამს, რაც ნიშნავს, რომ ის შესანიშნავი ლიდერია, გუნდს აყენებს პირველ ადგილზე. ის საოცარი პროფესიონალია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ თვითონ არასდროს უთქვამს, რომ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს, მაგრამ სწორედ ამ თავმდაბლობის გამო იმსახურებს", - თქვა სანიოლმა.

გირჩევთ